„ქართული ერთობის დარბაზი"დიდი ქართველი რეჟისორისა და მოღვაწის, მსოფლიო მშვიდობის ელჩის, „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, რეზო ჩხეიძის გარდაცვალებას მთელს ქვეყანას უსამძიმრებს და ამის შესახებ მიმართვას ავრცელებს:
„ბატონო რეზო!
თქვენს სახლში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დიდ ქართულ დოკუმენტს - "ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო " და მას „მოქმედების მანიფესტი" ვუწოდეთ. ეს იყო და არის თქვენისულისთქმა.
გვახსოვს, თქვენ მაშინ თქვით: ჩვენი თაობის მეგობართა ფართო წრე ბოლო წლებში ბევრსვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ამ განწყობას გვიძლიეერებდა ჩვენი პატრიარქისსიბრძნით სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს და არაერთ სხვა მოღვაწეს ღამეები გვითენებიაამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში. ქვეყნის მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი თან წაიღო სამმაგენიოსმა - ჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით დავიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულითდასამარცხებლად. გიყვარდეთ საქართველო! გაუფრთხილდით საქართველოს! დაიცავითსაქართველო! ეს არის ჩვენი ანდერძი, ისეთივე მამაშვილური, როგორიც ჩვენ მივიღეთ წინათაობებისაგან."
მართლაც, გენიალური ნათქვამია, წინასწარმეტყველური.
თქვენ გრძნობდით, რომ მიდიოდით ჭაბუასთან, მუხრანთან, გიგასთან და ძველით ახალი წლის წინადღეებში, საავადმყოფოში დაწოლის წინა დღეს, გვითხარით თქვენი თხოვნა ერისა და ბერისათვისგადასაცემად - იგი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს აღნიშვნას და საქართველოშიმსოფლიო კონგრესის მოწვევას ეხებოდა და ასე დაასრულეთ: „ეს არის ჩემი თხოვნა, იქნებუკანასკნელიც".
მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ის თხოვეთ ერსა და ბერს, რაც მართლაცგამოკვეთილად სჭირდება დღეს საქართველოს. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება თქვენი რჩევითმიღებული ჩვენი საერთო გადაწყვეტილების გამო: „ქართული ერთობის დარბაზი" ემიჯნებაყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციასმიიჩნევს. რომ დაპირისპირება სუსტთა გზაა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია მხოლოდ ძლიერთხელეწიფებათ". თქვენ მიგაჩნდათ და აბსოლუტურად ზუსტად, რომ მსოფლიო პოეზიის ერთი დიდიმწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვემი ერთობისდემონსტრაციად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.
ძლიერი იყავით თქვენი წარსულით, ამაყობდით ჩვენი ქვეყნის ისტორიით, ჩვენი მეფეების,განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით, ერის მამად თვლიდით ილია ჭავჭავაძეს,მიგაჩნდათ რომ ქართული პლანეტარულს ნიშნავდა. ქვეყნის ბედნიერებად თვლიდით იმას, რომძნელბედობის ჟამს განგებამ საქართველოს სულიერ მოძღვრად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოუვლინა.
სწორედ ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, პლანეტარულიაზროვნებით, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ დიდი მოძრაობაგელათიდან „მოქმედების მანიფესტში" ჩამოყალიბებული დიდი ქართული მიზნისათვის...ვიფიქრეთ - „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიოკონგრესის" მოწვევაზე, ვიფიქრეთ - გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეზე...ყოველივე ეს საქართველოს გულისთქმაც არის, პრაქტიკულად, მომავლის საქართველოა, რომელზეცთქვენ ოცნებობდით!
ჩვენ ერთგულების კაცურ სიტყვას ვამბობთ: ეჭვი არ გვეპარება, რომ ერისა და ბერის ერთიანობაციქნება და ყველაფერი ეს შესრულდება.
შენ უკვდავი ხარ შენი ფილმებითა და ცხოვრებით, ერთგულებით იყავი აღსავსე და ეს სიტყვებიცჩვენი ერთგულების დასტურია, იმ ერთგულებისა, რომლითაც შევქმენით „ქართული ერთობისდარბაზი" და აჩუქეთ სრულიად საქართველოს ტელევიზია ყველასათვის სანუკვარი სახელით -„ქართული" და თქვით: „ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდიერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება სატელევიზიოსივრცეში".
ყოველივე ამას დიდი მხარდაჭერა სჭირდება, ხატოვნად რომ ვთქვათ ქართული ზეცისა დაქართული მიწის ერთობა სჭირდება და ასეც იქნება!
„ქართული ერთობის დარბაზის" მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი" გასული წლის 23ნოემბერს, გიორგობას გაცხადდა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. 6 მაისს, გიორგობას,პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვლავ შევიკრიბებით დარბაზის დამფუძნებლები და წევრები, ამჯერად უთქვენოდ, მაგრამ მომავლის საქართველოზე ფიქრის განწყობით.
გიყვარდათ გამოთქმა: „ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი" სწორედ ამის გამო იყო,რომ გენიალური მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება ჩვენს სიმბოლოდ ვაქციეთ, „პატივდების სიგელზე" გამოვკვეთეთ, იმ სიგელზე, რომელსაც ჩვენი საერთო ხელმოწერით გადავცემდით დაგადავცემთ კიდეც მომავალში გულანთებულ ქართველებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს,რამეთუ, როგორც თქვენ ბრძანეთ: „პატივდების სიგელი" - ეს არის საქართველოსათვის ბრძოლისგანწყობის აღიარება და მოქმედების მანიფესტით შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაცგააცნობიერეს რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის,საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებითცხოვრობდა პირველივე საუკუნიდან - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ეპოქალური ნათქვამია.
თქვენ მიგაჩნდათ, რომ „მოქმედების მანიფესტს" უნდა შემოუერთდეს სრულიად საქართველო,ჩვენი ს ამშობლოს ყველა მეგობარი, რომ მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნისგარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი დადემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით.
ჩვენმ სხვა გზა არ გვაქვს. ასეც იქნება!
მადლობა! გემშვიდობებით!
„ქართული ერთობის დარბაზის" სახელით
ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდგეგეჭკორი, რომ ან რურუა, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი, გიორგი კანდელაკი, რამაზლომინაძე, ოთარ შამათავა, ავთანდილ ჩხაიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, თემურ შაშიაშვილი, ემილ მიქაია,გოგი ჯაოშვილი, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ჯონი ჯანელიძე, როლანდ კილაძე, ალექსი კობაიძე, გიგამჭედლიშვილი, ირაკლი მაჭავარიანი, მურად ანჯაფარიძე, ნიაზ ბოლქვაძე, ლევან ნინიძე, გიორგისიგუა, ლეონ ფირცხალავა."- აღნიშნულია განცხადებაში.
http://reportiori.ge/?menuid=73&id=63865&lang=1
Комментариев нет:
Отправить комментарий