"სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს უნდა ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი, - ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ სამამულო ომის თემაზე-მეთქი. სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო. როდესაც ფილმის სიუჟეტს მოვუყევი, ატირდა: - მე რატომ მომიყევიო."
ჩვენი ქვეყანა დიდი რეჟისორის რეზო ჩხეიძის გარდაცვალებას გლოვობს. გთავაზობთ კიდევ ერთ ინტერვიუს ბატონ რეზოსთან, რომელიც "კვირის პალიტრის" არქივმა შემოინახა. ბატონო რეზო "ჯარისკაცის მამის" გადაღების პერიპეტიებს იხსენებს, ფილმისას, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფში ეპოქა შექმნა.
რეზო ჩხეიძე:
- "ჯარისკაცის მამაზე" მუშაობის დაწყებამდე ვიღებდი ფილმს "ზღვის ბილიკი", რომელშიც მთავარ როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა... ერთ დღეს კინოსტუდიის ეზოში სულიკო ჟღენტი შემხვდა, - ბათუმში მივდივარ, მატარებელზე არ დამაგვიანდესო და გრაგნილი მომაწოდა, - წაიკითხეო.
შინ მიმავალმა ტროლეიბუსში დავიწყე კითხვა. ისე გამიტაცა, რომ სამ წრეზე გავყევი ტროლეიბუსს.
ბოლოს, მძღოლმა მკითხრა, - არ ჩადიხარო? დავურეკე სულიკოს ბათუმში, როდის ჩამოხვალ, სცენარზე უნდა დავიწყოთ მუშაობა-მეთქი. სულიკო თავად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა, მიღებული ჰქონდა 4 მედალი...
სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს უნდა ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი, - ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ სამამულო ომის თემაზე-მეთქი. სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო. როდესაც ფილმის სიუჟეტს მოვუყევი, ატირდა: - მე რატომ მომიყევიო. - თქვენ უნდა ითამაშოთ-მეთქი. - უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა... თუ ამ როლს ვითამაშებ, ბედნიერი ვიქნებიო...
მოსკოვმა უსიტყვოდ დაგვიმტკიცა სცენარი და ბატალური სცენებისათვის სამხედროებიც გამოგვიყო. ერთ მომენტს გავიხსენებ: გემახსოვრებათ ის სცენა, როდესაც რუსი ჯარისკაცი ვაზს გადაუვლის ტანკით და სერგოს გმირი სილას გააწნავს. ამ სცენას ვიღებდით ბალტიისპირეთში. ბუნებრივია, გვჭირდება ვაზი, მაგრამ როგორ გინდა იშოვო?! ზამთრის პირია, გასაჭირში ვართ. აღმოვაჩინეთ ხეები, რომლის ფოთლები წააგავს ვაზისას, დავამტვრიეთ ტოტები, დავახვიეთ სარებზე და ისე გადავიღეთ. არავინ დაეჭვებულა, რომ ეს ვენახი არ იყო.
- ფილმს ეკრანზე გამოსვლისას პრობლემები ხომ არ შეექმნა?
- წესი იყო: დასრულებული სურათი მოსკოვში უნდა ჩაგებარებინა. ჩავიტანეთ მოსკოვში. 31 დეკემბერია. სამსახურში მხოლოდ კინემატოგრაფიის მინისტრია ცოლით. დასხდნენ საყურებლად. მინისტრი მეუბნება: - ამ ფილმს ვერ გავუშვებთ. არ შეიძლება ლეიტენანტი გალახოს ჯარისკაცმა, ეს საბჭოთა არმიის წესდებას ეწინააღმდეგებაო... გავიდა ერთი კვირა. გვირეკავენ უშიშროების სამინისტროდან - ფილმის ნახვა გვინდაო (იმ ერთ კვირაში რა მოხდა, დღემდე არ ვიცი). მოვიდა 13-14 გენერალი და ცივად მოგვესალმა. დაიწყო ჩვენება. ვხედავ, გამხიარულდნენ, განსაკუთრებით მოსწონდათ სერგოს დამტვრეული რუსული. შუა ჩვენებისას ერთმა მოგვხედა და მაღლა აწეული ცერი გვაჩვენა. დასრულდა ჩვენება და მოვიდა სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ეპიშევი და მომილოცა...
შემდეგ ბრეჟნევმა სერგო ზაქარიაძე ლენინის პრემიით დააჯილდოვა, რაც იმ დროს უმაღლესი ჯილდო იყო. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბატონ სერგოს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი პრიზი ერგო.
როდესაც სერგო გარდაიცვალა, გერმანიის თითქმის ყველა კინოთეატრში ეს ფილმი გადიოდა ეკრანებზე. ერთ-ერთ ფესტივალზე, იტალიელ ვარსკვლავს, ჯინა ლოლობრიჯიდას შევხვდი.
ხელზე მაკოცა და მითხრა: ბედნიერი ვარ, რომ იმ ხელს ვაკოცე, რომელმაც "ჯარისკაცის მამა" გადაიღოო.
ლადო გოგოლაძე
ლადო გოგოლაძე
P.S. ცოტა ხნის წინ ამერიკელების დახმარებით ფილმის ფერადი ვერსია გამოვიდა... ქართველ მაყურებელს კი არ ავიწყდება "ჯარისკაცის მამა".
* * * "ჯარისკაცის მამამ" ეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო;
* * * "ჯარისკაცის მამამ" ეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო;
1965 წელს დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე;
რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე კი პრიზი -"კაპიტოლიუმის იუპიტერი მიიღო.
* * * ფილმის გამოსვლის შემდეგ გურჯაანში დაიდგა "ჯარისკაცის მამის" ძეგლი.
* * * სევასტოპოლის მილიციაში, პირი საკუთარი ნებით გამოცხადდა და აღიარა დანაშაული... როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: ვნახე "ჯარისკაცის მამა" და მივხვდი, რომ პატიოსნად უნდა ვიცხოვრო.
* * * 2013 წელი "იუნესკომ"ჯარისკაცის მამა" წლის ფილმად გამოაცხადა.
* * * ფილმის გამოსვლის შემდეგ გურჯაანში დაიდგა "ჯარისკაცის მამის" ძეგლი.
* * * სევასტოპოლის მილიციაში, პირი საკუთარი ნებით გამოცხადდა და აღიარა დანაშაული... როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: ვნახე "ჯარისკაცის მამა" და მივხვდი, რომ პატიოსნად უნდა ვიცხოვრო.
* * * 2013 წელი "იუნესკომ"ჯარისკაცის მამა" წლის ფილმად გამოაცხადა.
წყარო: "საქართველო და მსოფლიო"
Комментариев нет:
Отправить комментарий