„უკრაინის პროცესები კონფლიქტი არაა, ეს აგრესიაა მეზობელი ქვეყნის მხრიდან", - ამის შესახებ„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩეპოვოიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, თქვენ, ქართველებს, იმის გამოცდილება გაქვს, რასაც ახლა ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან. ესაა ტერიტორიების მიტაცება. საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიის 2%-ზე მიმდინარეობს, რუსეთი ამ 2% -ის ოკუპაციას ახდენს. უკრაინა აუცილებლად გადალახავს ამ აგრესიას. ნებისმიერ წამს, 2 მილიონი უკრაინელი მამაკაცი მზადაა, დაიცვას საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად", - განაცხადა ჩეპოვოიმ.
რუსეთთან კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ საუბრისას, ჩეპოვოიმ განაცხადა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, უკრაინა ეკონომიკურად გაძლიერდეს და გახდეს დამოუკიდებელი.
„მინიმალური ეკონომიკური წინსვლაც კი იქნება გლობალური გამარჯვება ყველა ფრონტზე. უკრაინა და საქართველოს რეალურად მდებარეობენ იმპერიის მეზობლად. თუ იმპერია იპყრობს დამატებით ტერიტორიებს, ის იღებს დამატებით დიდებას. თუ ჩვენ გავხდებით მდიდრები, იმპერია ვერ მოგვერევა", - განაცხადა ჩეპოვოიმ.
ვლადამირ ჩეპოვოისთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „რეპუტაციის ინსტიტუტის" დამფუძნებელიალექსეი ჩუევი, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტები რუსი და უკრაინელი ხალხების მეგობრობაში ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ გახდება.
„რუსეთში მყავს მეგობრები, ნათესავები. ჩვენ ყოველთვის გვექნება მათთან მეგობრული ურთიერთობა და მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს გავწყვეტთ კონტაქტს. ჩვენ, ხალხი, ყოველთვის ვიმეგობრებთ და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის", - აღნიშნა ჩუევმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий