2015-02-05 20:12:23
გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს, 14 საათზე „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი უკრაინელ მეცნიერთა მონაწილეობით იხსნება.
გელათის აკადემიაში, კონგრესის ამ დღეს ჩატარებას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს - იგი ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებლის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტარდება ქართული სულიერების აღორძინების კერაზე.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები როგორც თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე ბათუმიდან, თელავიდან, გორიდან და საქართველოს ყველა კუთხიდან. კონგრესში მონაწილეობს ასევე დარბაზის მოწვევით საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია უკრაინიდან ცნობილ მეცნიერთა და ჟურნალისტთა შემადგენლობით.
დარბაზის დამფუძნებლები არიან სახელოვანი მეცნიერები, მწერლები, კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები რეზო ჩხეიძის თაოსნობით: ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი.
„ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი დასრულდება მოქმედების მანიფესტის მიღებით
Комментариев нет:
Отправить комментарий