8 თებერვალს, დღის 2 საათზე, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში „ქართული ერთობის დარბაზის"კონგრესი გაიხსნება.
„ქართული ერთობის დარბაზი გახლავთ საქართველოს ბედ-იღბალზე მოფიქრალ მამულიშვილთა ერთობა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა რეზო ჩხეიძის თაოსნობით", - აღნიშნა დიპლომატმა თამთა ბეროშვილმა დღეს, „რეპორტიორის" პრესკლუბში დიპლომატ ირაკლი მაჭავარიანთან და თეოლოგ ლეონ ფირცხალავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს ბერს, მამა გაბრიელს აქვს დიდი დანაბარები, რომელიც ანჩისხატის მუზეუმიდან დაბრუნებას ეხება. ის გვეუბნება, როგორ უნდა მოგვარდეს ეს და როგორ უნდა დავიბრუნოთ ანჩისხატი. ის გვეუბნება, რომ როცა ერი ანჩისხატს დაიბრუნებს მუზეუმიდან, აწყურის ღვთისშობლის ხატი გამოჩნდება, ასევე გამოჩნდება ივერიის ღვთსშობლის ხატი და გაბრწყინდება საქართველო. „ქართული ერთობის დარბაზი" მიზნად ისახავს, წმინდანს მოუსმინოს. აქ ვხედავ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს", - განაცხადა ლეონ ფირცხალავამ.
წყარო : http://reportiori.ge/?menuid=3&id=53759
Комментариев нет:
Отправить комментарий