ქართული
ერთობის კონგრესი დავითობას, გელათში უკრაინელ მეცნიერთა მონაწილეობით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს, 14 საათზე გელათის აკადემიის ისტორიულ
კომპლექსში იხსნება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი.
კონგრესის ამ
დღეს ჩატარებას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, - იგი ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებლის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტარდება ქართული
სულიერების აღორძინების კერაზე, - გელათის აკადემიაში.
დარბაზის დამფუძნებლები
არიან საქართველოს საამაყო ადამიანები, სახელოვანი მეცნიერები, მწერლები, კულტურის
გამოჩენილი მოღვაწეები ბატონი რეზო ჩხეიძის თაოსნობით: ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა,
ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ
ყურაშვილი.
კონგრესში მონაწილეობას
მიიღებენ სტუმრები როგორც თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე ბათუმიდან, თელავიდან, გორიდან
და საქართველოს ყველა კუთხიდან. კონგრესში მონაწილეობს ასევე დარბაზის მოწვევით საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია უკრაინიდან ცნობილ მეცნიერთა და ჟურნალისტთა
შემადგენლობით.
„ქართული ერთობის
დარბაზის“ კონგრესი დასრულდება მოქმედების მანიფესტის მიღებით.
„ქართული ერთობის
დარბაზის“ პრეს-ცენტრი
საკონტაქტო პირი
თამთა ბერიაშვილი
ტელ.: 599 24
22 07
Комментариев нет:
Отправить комментарий