24.11.2014

(sazogadoeba.ge) „მოქმედების მანიფესტზე“ საჯარო ხელმოწერის პროცესი დაიწყო



დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდრულ ცენტრშიქართული ერთობის დარბაზის“ (ქედი) დამფუძნებელთა სახელით ბატონმა რეზო ჩხეიძემ წარადგინამოქმედების მანიფესტი“, რომელსაც ხელს აწერენ დარბაზის საბჭოს წევრები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი.


დღესვე დაიწყომოქმედების მანიფესტზესაჯარო ხელმოწერის პროცესი, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის 6 მაისამდე - გიორგობამდე.

ასამდე ცნობილ მოღვაწეს გადაეცა დარბაზის ჯილდო - „პატივდების სიგელისაბჭოს ყველა წევრის ხელმოწერით. ისინი თვლიან, რომპატივდების სიგელი“ - ეს არის საქართველოსათვის ბრძოლის განწყობის მქონე ადამიანთა შეკავშირებამოქმედების მანიფესტით“ ... შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა - არ შეიძლება 21- საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.“

ქართული ერთობის დარბაზსგადაწყვეტილი აქვს, თებერვლის დასაწყისში ჩაატაროს კონგრესი, რომელიც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში.



Комментариев нет:

Отправить комментарий