19:45 23-11-2014
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში "ქართული ერთობის დარბაზის" (ქედი) დამფუძნებელთა სახელით, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ "მოქმედების მანიფესტი" წარადგინა.
"ქართული ერთობის დარბაზის" ინფორმაციით, მანიფესტს ხელს აწერენ დარბაზის საბჭოს წევრები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი.
დღესვე დაიწყო "მოქმედების მანიფესტზე" საჯარო ხელმოწერის პროცესი, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის 6 მაისამდე - გიორგობამდე.
"ასამდე ცნობილ მოღვაწეს გადაეცა დარბაზის ჯილდო - "პატივდების სიგელი" საბჭოს ყველა წევრის ხელმოწერით. ისინი თვლიან, რომ "პატივდების სიგელი" - ეს არის საქართველოსთვის ბრძოლის განწყობის მქონე ადამიანთა შეკავშირება "მოქმედების მანიფესტით" ... შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ქართული ერთობის დარბაზს" გადაწყვეტილი აქვს, თებერვლის დასაწყისში ჩაატაროს კონგრესი, რომელიც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий