19.07.2015

(sazogadoeba.ge)„ქართული ერთობის დარბაზი“ სახელოვან სპორტსმენს ანზორ კავაზაშვილს იუბილეს ულოცავს


დღეს, ცნობილ ქართველ სპორტსმენს, თბილისის დინამოს  სახელგანთქმულ მეკარეს ანზორ კავაზაშვილს 75 წელი უსრულდება. „ქართული ერთობის დარბაზი“ სახელოვან სპორტსმენს იუბილეს ულოცავს.

ბატონო ანზორ, გვეამაყებით!



ქართული სპორტის ერთი გამორჩეული ვარსკვლავი , ქართული გენისა და ქართულად აზროვნების ათწლეულების მანძილზე დიდებულად მატარებელი პიროვნება, ბატონი ანზორ კავაზაშვილი დღეს იუბილარია.

16.07.2015

(საქართველოს რესპუბლიკა) მეფური დიდებულებით სრულყოფილი კაცი


ართული ცეკვის ჯადოქარს,ადამიანურ ურთიერთობათა დიდოსტატს, მეფური დიდებულებით სრულყოფილ კაცს,,-ომარ მხეიძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

15.07.2015

მეფური დიდებულებით სრულყოფილი კაცი


ართული ცეკვის ჯადოქარს,ადამიანურ ურთიერთობათა დიდოსტატს, მეფური დიდებულებით სრულყოფილ კაცს,,-ომარ მხეიძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა.

14.07.2015

შეხვედრა 'საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის'' ოფისში



2015 წლის 12 ივლისს, ''საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის'' ოფისში, ფონდის წევრებმა და ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეხვედრა მოუწყვეს ქართველ პოლიტიკოსს, ქუთაისის ყოფილ მერს, იმერეთის მხარის ყოფილ გუბერნატორს, პარტია ''თეთრების '' ლიდერს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელს, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომის მფლობელს, აშშ-ს ქალაქების კოლუმბიისა და ინდიანა პოლისის საპატიო მოქალაქეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და ამჟამად-''ქართული ერთობის დარბაზის'' ერთ-ერთ აქტიურ და წამყვან წევრს - თეიმურაზ შაშიაშვილს.

12.07.2015

“ქართული ერთობის დარბაზი”გილოცავთ პეტრე-პავლობას!

“ქართული ერთობის დარბაზი”გილოცავთ პეტრე-პავლობას!

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

09.07.2015

(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი თურქეთში ანკარაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა


თემურ შაშიაშვილი თურქეთში ანკარაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
„თეთრების“ ლიდერი და „ქართული ერთობი დარბაზის“ წევრი, თემურ შაშიაშვილი თურქეთში ვიზიტს  განაგრძობს . დღეს, ვიზიტის  ფარგლებში,   შეხვედრა ანკარაში მცხოვრებ ქართველებთან შედგა. შეხვედრამ, რომელიც  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადებას მიეძღვნა, უაღრესად თბილ და საქმიან  ვითარებაში ჩაიარა.