14.07.2015

შეხვედრა 'საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის'' ოფისში



2015 წლის 12 ივლისს, ''საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის'' ოფისში, ფონდის წევრებმა და ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეხვედრა მოუწყვეს ქართველ პოლიტიკოსს, ქუთაისის ყოფილ მერს, იმერეთის მხარის ყოფილ გუბერნატორს, პარტია ''თეთრების '' ლიდერს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელს, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომის მფლობელს, აშშ-ს ქალაქების კოლუმბიისა და ინდიანა პოლისის საპატიო მოქალაქეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და ამჟამად-''ქართული ერთობის დარბაზის'' ერთ-ერთ აქტიურ და წამყვან წევრს - თეიმურაზ შაშიაშვილს.


შეხვედრაზე იყო ბევრი სითბო და ტკბილი მოგონება... საქართველოსა და საბერძნეთის წარსულსა და აწმყოზე საუბარი... მომავალზე ფიქრი და იმედიანი გეგმები....


ბატონმა თეიმურაზმა ხმამაღლა აღიარა ყველა ხელისუფლების და პოლიტიკოსის გადაცდომა, მთავარი პრობლემები, რომლის აღიარება და ბოდიშის მოხდა არავის არ უნდა გაუჭირდეს ...


დიდი ყურადღება დაეთმო ''ქართული ერთობის დარბაზის'' დაფუძნების იდეას, მათ დამფუძნებლებსა და დარბაზის მიზნებს. მათ შორის კი უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ჩართულობას ''ქართული ერთობის დარბაზის'' მიერ გამართულ კონგრესში. 


ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვიმა, პატივდების სიგელი და კონგრესში მონაწილეობის მანდატი გადასცა ''საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის'' ხელმძღვანელს მარინა გელოვანს და მისცა შესაძლებლობა, რომ რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქართველებს, ვიასაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონგრესში.




Комментариев нет:

Отправить комментарий