ბათუმში აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების მემორიალი აღიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია “ქართული ერთობის დარბაზმა“ გაავრცელა.
“25 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიება მიძღვნილი, რომელიც ოსმალთა სამასწლიანი ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლებისა და დედასამშობლოში დაბრუნების 137 წლისთავს მიეძღვნება. გადახდილი იქნება საეკლესიო პანაშვიდი აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებისათვის მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენებლად.
მემორიალის აღმართვის შესახებ გადაწყვეტილ;ება მიიღო "ქართული ერთობის დარბაზის" ,კონგრესის ბათუმის სესიამ,რომელიც 27 მარტს გაიმართა ქალაქის ისტორიული ბულვარის დიდ საზაფხულო თეატრში.
„ეს ნაბიჯი ჩვენი გადარჩენისა და გამარჯვებისათვის სავალი გზაა, იმედის ნაპერწკალია, რის შესახებაც საქართველოსპატრიარქმა არაერთხელ ბრძანა: „საქართველო აჭარადან მოექცევა!“ - ნათქვამია მემორიალის ავტორთა მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий