დღეს, ბათუმში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, გაიმართა აღსანიშნავად. აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთების
137 წლისთავის აღსანიშნავი მემორიალის გახსნის ცერემონია.
მიუხედავად იმისა,
რომ აჭარის დედაქალაქში ცხელოდა და სამუშაო დღე იყო, ცერემონიას უმრავი ადამიანი დაესწრო,
როგორც აჭარის მკვიდრნი, ასევე საქართევლოს რეგიონებიდან ჩა სული სტუმრები.
მეუფე დიმიტრის
კურთხევით, მამა ანდრიამ, გადაიხადა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და აკურთხა მემორიალის
აღმართვის ადგილი.
აღსანიშნავია, რომ მემორიალი აჭარის
მოსახლეობის მოთხოვნითა და მთლიანად მოქალაქეთა შემოწირულობებით არის აგებული . სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოქალაქეთა
თხოვნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ბათუმის მერი, ბატონი გიორგი ერმაკოვი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
სპეციალურად ამ
მოვლენის აღსანიშნავად თბილისიდან ბათუმში
ჩავიდნენ. „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენლები. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელი
და წევრები “ ომარ მხეიძე, ალექსი კობაიძე და თემურ შაშიაშვილი.
შეკრების მონაწილეებმა
განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ აქცია არ არის
მიმართული მეზობელი ქვეყნის თურქეთის წინააღმდეგ, მით უფრო რომ ოსმალთა ბატონობიდან
თავის დახსნას 1923 წლიდან თვით თურქეთშიც
საზეიმოდ აღნიშნავენ .
„ჩვენ არ ვუპირისპირდებით
ჩვენს მეზობლებს, პირიქით მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს. ჩვენი ინტერესების
დაცვა სულაც არ ნიშნავს, ვინმესთან დაპირისპირებას, - ეს იყო დიდი დავით აღმაშენებლის
პოლიტიკა, ჩვენ მოვალე ვართ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.“ - აღნიშნეს
შეკრების მონაწილეებმა.
გამომსვლელებმა
ხაზი გაუსვეს, რომ 25 აგვისტო საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული თარიღია და მისი აღნიშვნა უნდა მოხდეს მაღალ დონეზე, კარგი
იქნება, თუ ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდება. თავის მხრივ, მეუფე დიმიტრი
საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, რათა 25 აგვისტო
საეკლესიო დღესასწაულად გამოცხადდეს.
ქართული ერთობის დარბაზის პრეს-ცენტრი
25.08.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий