შეხვედრები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან
მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ყოველთა ქართველთა და
საქართველოს მეგობართა კონგრესის და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნასთან
დაკავშირებით გრძელდება „ქართული ერთობის დარბაზის დარბაზის“ წარმომადგენლების
შეხვედრები თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა
ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან. ასევე შრომით მიგრანტებთან
შეხვედრებმა გამოავლინა საკითხთა ფართო წრე, რომელთა გადაწყვეტაც უპირველესი
მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის.
შეხვედრებზე გამოიკვეთა ჩვენი უცხოელი
თანამემამულეების მოთხოვნა: ვინაიდან ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი. ამიტომაც, მიუხედავად დროებითი ტერიტორიული პრობლემებისა, ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი, დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ. საჭიროა ამან თავისი ასახვა ჰპოვოს ქვეყნის უმაღლეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციაში;
ასევე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან ქართველი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება. „საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილი… საჭიროა უმოკლეს ხანში პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების დამუშავება და მიღება“ - ითქვა ჩვენს უცხოელ
თანამემამულეებთან „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრების მიერ გამართულ
შეხვედრებზე.
ჩვენს უცხოელ
თანამემამულეებთან დარბაზის წევრების შეხვედრები გრძელდება.
„ქართული
ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი
31.07.2015წ
31.07.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий