21.07.2015

(საქართველოს რესპუბლიკა) ბატონო ანზორ, გვეამაყებით!


ქართული სპორტის ერთი გამორჩეული ვარსკვლავი , ქართული გენისა და ქართულად აზროვნების ათწლეულების მანძილზე დიდებულად მატარებელი პიროვნება, ბატონი ანზორ კავაზაშვილი დღეს იუბილარია.


ბათუმელი ბიჭი , რომელიც მეკარე იმიტომ გახდა , რომ დედისგან გაპარული და დაგვიანებული ქუჩებს შორის საფეხბურთო შეჯიბრზე მაშინ გამოცხადდა , როცა ყველა სხვა ადგილი გუნდში დაკავებული იყო .

...და რა ბედნიერი აღმოჩნდა ეს დაგვიანება! თვალუწვდენელი იმპერიის ორგზის საუკეთესო მეკარე , ორგზისვე ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი - თითქოს შავი ზღვის ლაჟვარდშიაო აჭრილი , მიწასმოწყვეტილი , თოლიასავით ირაოს ჰკრავდა მოთამაშეთა თავებზე და მკერდშიბურთჩაკირული , უძრავად ჩაქვიტკირდებოდა კვლავაც გამტყუნებულ მოწინააღმდეგეთა ფეხებთან... და ყოველი ასეთი გამარჯვებული დაცემა გახლდათ საწყისი შემდეგი გამარჯვების აღმაფრენისა .

ეს ყველაფერი მაშინ , როცა მსოფლიოს ჰყავდა ლეგენდარული ლევ იაშინი... მართლაც დიდი უნდა ყოფილიყავი,  რომ  მსოფლიო ნაკრების მეკარედ დასახელებული ლევ იაშინი მისი ზენიტში ყოფნის პერიოდშიც კი სათადარიგო სკამზე დაგესვა. ეს გააკეთა ანზორ კავაზაშვილმა.

უცხოელთაგან იმ დროისათვის საარაკო თანხაშეთავაზებული სულით ხორცამდე ქართველი საზღვარგარეთ ფეხდაფეხ მდევნელთ და მოდარაჯეთ ღიმილით პასუხობდა - აბა სად დავრჩები?მე ხომ დედა,მამა მელოდება სამშობლოში...

მისთვის არასდროს ყოფილა მეტი ბედნიერება,მეტი პატივი,მეტი სიხარული - ვიდრე სამშობლოში ყოფნა, სამშობლოს დიდება, სამშობლოსადმი მსახური!

სწორედ ამიტომ შემოუერთდა „ქართული ერთობის დარბაზს“ ... ჩვენთან ერთად ფიქრობს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის მოწვევაზე, გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნაზე.  მისი დიდი ავტორიტეტი რუსეთში მცხოვრებ ქართველობაში. რუსეთში მოღვაწე დიდ ქართველებში იქნება განმსაზღვრელი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მძიმე და დრამატულ მომენტში განსაკუთრებული დატვირთვა იკისროს მოსკოვში ჩატარებულმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა , შოთა რუსეთაველის იუბილეს აღნიშვნის მთელმა პროცესმა.
ჩვენ ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, გვეამაყება ბატონი ანზორი და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის გადაგვეცა ნამდვილი სახალხო აღიარების „პატივდების სიგელი“  მერაბ ბერძენიშვილის უკვდავი ქმნილებით „კიდევაც დაიზრდებიან“ .

დიახ, კიდევაც დაიზრდებიან ღირსებით სავსე ქართველები, ხელოვნების დიდი მოღვაწეები, დიდი მეცნიერები,  დიდი ექიმები და დიდი ფეხბურთელები!
გილოცავთ  იუბილეს!  გვიხარია, რომ  75 წლის ანზორ კავაზაშვილი ახალგაზრდული განწყობითაა. სიკეთე თქვენს ოჯახს! დიდი ფეხბურთელი იყავით, ძლიერი პიროვნება ხართ, გვეამაყებით!

"ქართული ერთობის დარბაზისსახელით:
ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, გიგა ბათიაშვილი, რამაზ ყურაშვილი,რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, გიორგი კანდელაკი, რამაზ ლომინაძე, ოთარშამათავა,მერაბ თავაძეავთანდილ ჩხაიძემიხეილ ჩიკვილაძეთეიმურაზ შაშიაშვილი,დავით გველესიანიგოგი ჯაოშვილიემილ მიქაიაოლეგ ნიკოლეიშვილიროლანდკილაძელეონ ფირცხალავა,  ლაური ჯანაშია, ჯამლეთ ხუხაშვილი, ირაკლი მაჭავარიანი,ვასილ დავითაია,ნესტან შონიაზაურ გამსახურდიაგიორგი სიგუა,კონსტანტინევერულაშვილიალექსი კობაიძე,გიგა მჭედლიშვილიავთანდილ იოსელიანიმურადანჯაფარიძენიაზ ბოლქვაძელევან ნინიძეჯონი ბარამიძეგივი გაგნიძე, თენგიზ აბესაძე, დავით მორჩილაძე, კობა ხამაშურიძე, კონსტანტინე ვერულაშვილი.

"საქართველოს რესპუბლიკა " 
21.07.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий