14.06.2015

ქართული ერთობის დარბაზი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო

"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები და წევრები მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო და თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს.


დღეს დილიდან დარბაზის წევრები სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან მონაწილეობას იღებენ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების სამუშაოებში და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს.

როგორც ჩანს სტიქია მხოლოდ დედაქალაში არ მძვინვარებდა  და საქართველოს სხვა რაიონებშიც არიან დაზარალებულები.

დღეს ჩვენ შეგვეხმიანენ დუშეთის რაიონის სოფელ ვარსიმაანთკარის მცხოვრებლები, მათი თქმით სტიქია მათაც დაატყდათ თავს. მაგრამ ამ დრომდე არ ჩანს არც მაშველები არც დახმარება. მივმართავთ დუშეთის რაიონის ხელმძღვანელობას, რათა დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს.

"ქართული ერთობის დარბაზის"
პრეს-ცენტრი

Комментариев нет:

Отправить комментарий