19.05.2015

(tb24.ge)მოდას აყოლილი მეწარმეები, შეძლებულნი ქედს უხრიან ყოველგვარ უცხოურს


მოდას აყოლილი მეწარმეები, შეძლებულნი ქედს უხრიან ყოველგვარ უცხოურს
სამწუხარო რეალობა: შეძლებულთა სიუხვე უცხოურის და სიძუნწე ქართულის მიმართ
  დღეს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს. ქართული აზროვნების გასაჭირია, რომ ჩვენ ვითმენთ ყველაფერ ამას.  ვითმენთ იმას, რომ ტელევიზიები ცალკეულ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ, ემსახურებიან გარე ძალებს და გარედან მართვად პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.
  რაც არ გვაკლია დღეს საქართველოში, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახურნი, მათ მიერ მართული პარტიები, მინისტრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინფორმაციო საშუალებები... რაც არნახულად გვაკლია, ეს არის - ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხალხის მსახური საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებანი.
   ჩვენდა სამწუხაროდ, როცა ქვეყანას განსაკუთრებულად სჭირდება ქართულის, ეროვნულის, სახელმწიფოებრივის მხარდამჭერი ქველმოქმედნი და მეცენატები, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება 21-ე საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა სიმრავლე, პირიქით ხდება.  „მოდას აყოლილი“ მეწარმეები, შეძლებულნი ქედს უხრიან ყოველგვარ უცხოურს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა უფულობაზე მეტად ფული ებრძვის საქართველოს, ქართულს, ეროვნულს და ეს ხდება შეძლებულთა სიუხვით გარედან მართვადი პოლიტიკური ძალებისა და საინფორმაციო საშუალებებისადმი და სიძუნწით ყოველგვარი ქართულისადმი.
ეს სამწუხარო რეალობაა და ჩვენი ძალა იმაშია, დავძლიოთ იგი.
მოქმედების დროა!

„ქართული ერთობის დარბაზი

Комментариев нет:

Отправить комментарий