„ქართული ერთობის დარბაზის“ ინფორმაციით სოხუმში პატივი მიაგეს დიდი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის ხსოვნას და რაულ ხაჯინბას განკარგულებით აფხაზეთის ახალგაზრდული ცენტრის სპორტის კომიტეტის შენობაში „ჯარისკაცის მამის“ ფერადი ვერსიის ჩვენება გაიმართა.
- „აფხაზ დედათა კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ფილმის ჩვენება დაგეგმილი იყო ბატონი რეზოს მონაწილეობით, ოფიციალური სოხუმი დიდი კინორეჟისორის გამოჯანმრთელებას და მის სოხუმში სტუმრობას ელოდებოდა, რაც სახალხო დიპლომატიისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ვიზიტი იქნებოდა. სამწუხაროდ, ბატონი რეზო ვერ დაესწრო მისი ფილმის მისთვის საყვარელ აფხაზეთში ჩვენებას, მაგრამ მაინც შეძლო დაეწყო ის, რაც აუცილებლად დასრულდება დიდი შედეგით“- განუცხადა „თბილისი 24“-ს თემურ შაშიაშვილმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий