"ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ოზურგეთის საზოგადოებას
შეხვდნენ. 8 თებერვალს მეფეთმეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს - გელათის ისტორიულ
კომპლექსში „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი გაიმართა, რომელმაც „მოქმედების მანიფესტი
მიითო. ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი , რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი, ომარ მხეიძე
გასულ ხუთშაბათს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში გამართულ შეხვედრას „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები რამაზ ლომინაძე, ოლეგ
ნიკოლეიშვილი ემილ მიქაია, ავთანდილ ჩხაიძე, თემურ შაშიაშვილი უძღვებოდნენ. მათ გაზეთ
„ქართულის“ პრეზენტაცია გამართეს.
თავის გამოსვლაში რამაზ ლომინაძემ აღნიშნა, რომ ისინი
არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ, მზად არიან გარდა ერთი პარტიისა, ყველა პოლიტიკურ
ძალასთან კონსტრუქციული თანამშრომლონისთვის და მიზანია გამოასწორონ ქვეყანაში არსებული
მდგომარეობა.
აქვე გაცხადდა, რომ უკვდავი „ჯარისკაცის მამის“ ავტორმა,
რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე ტელევიზია „ქართული“ ქართველ
ხალხს, საჩუქრად გადასცა და ქართული ერთობის დარბაზის“ სხვა დამფუძნებლებთან ერთად
დაიწყეს რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნა საქართველოში.
- ეს იქნება
ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
მომავალში იფი გახდება საკუთრება ყველა პიროვნების, ვინც 1,10, თუ 1 000 აქციის ფლობის
სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამ ტელეკომპანიის გაძლიერებისთვის - განაცხადეს მათ.
მომდევნო 2016 წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია,
850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
ეს იუბილე აღინიშნოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჯერჯერობით ჩვენს
ინიციატივას მხოლოდ რუსთაველის საზოგადოება გამოეხმაურა.
თემურ შაშიაშვილი „საქართველოში საქართველოა გადასარჩენი.
რომ არა დედაეკლესია, ქვეყანა უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს. ქართული სულის
ადამიანებია საძებნი, ვერც ბელადები გადაგვარჩენენ, და ვერც მილიარდერები, საქართველოს
გადაარჩენენ მოაზროვნე ადამიანები.
ნახეთ, როგორ სამაგალითოდ ექცევიან თავის მოქალაქეებს
აშშ და ისრაელის ხელისუფალნი, ჩვენთან ეს ასე არ არის. ვინც შეიგინა ქუჩაში, ყველა
მოვიდა ხელისუფლებაში. უნდა დამთავრდეს ქუჩის პოლიტიკოსების დრო.
პრეზიდენტი სხვის სკამზე ზის, სხვა ბევრი ვინმე ზის
სხვის სკამზე.
ქართული დარბაზის ოზურგეთის ორგანიზაციას ლევან ნინიძე
უხელმძღვანელებს. ქართული ერთობის დარბაზის სახელი, ზურან ჩხაიძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის
ღირსეულ წარმომადგენლებს „პატივდების სიგელი“ გადასცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий