თქვენს
სახლში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დიდ ქართულ დოკუმენტს - “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული
სახელმწიფო “ და მას „მოქმედების მანიფესტი“
ვუწოდეთ. ეს იყო და არის თქვენი სულისთქმა.
გვახსოვს,
თქვენ მაშინ თქვით: ჩვენი თაობის მეგობართა ფართო წრე ბოლო წლებში ბევრს ვფიქრობდით
ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ამ განწყობას გვიძლიეერებდა ჩვენი პატრიარქის სიბრძნით
სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ
ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს და არაერთ სხვა მოღვაწეს ღამეები გვითენებია
ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში. ქვეყნის მდგომარეობით
გამოწვეული ტკივილი თან წაიღო სამმა გენიოსმა - ჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. დიდხანს
მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით და ვიმოქმედოთ
ერთად, რომ შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად. გიყვარდეთ
საქართველო! გაუფრთხილდით საქართველოს! დაიცავით საქართველო! ეს არის ჩვენი ანდერძი,
ისეთივე მამაშვილური, როგორიც ჩვენ მივიღეთ წინა თაობებისაგან.“
მართლაც,
გენიალური ნათქვამია, წინასწარმეტყველური.
თქვენ
გრძნობდით, რომ მიდიოდით ჭაბუასთან, მუხრანთან, გიგასთან და ძველით ახალი წლის წინა
დღეებში, საავადმყოფოში დაწოლის წინა დღეს, გვითხარით თქვენი თხოვნა ერისა და ბერისათვის
გადასაცემად - იგი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს აღნიშვნას და საქართველოში მსოფლიო კონგრესის მოწვევას
ეხებოდა და ასე დაასრულეთ: „ეს არის ჩემი თხოვნა,
იქნებ უკანასკნელიც“.
მართლაც
უკანასკნელი აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ის თხოვეთ ერსა და ბერს, რაც მართლაც გამოკვეთილად
სჭირდება დღეს საქართველოს. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება თქვენი რჩევით მიღებული ჩვენი
საერთო გადაწყვეტილების გამო: „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას
და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. რომ დაპირისპირება
სუსტთა გზაა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ“. თქვენ მიგაჩნდათ
და აბსოლუტურად ზუსტად, რომ მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა
რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვემი ერთობის დემონსტრაციად უნდა ვაქციოთ ხალხმა
და ხელისუფლებამ.
ძლიერი
იყავით თქვენი წარსულით, ამაყობდით ჩვენი ქვეყნის ისტორიით, ჩვენი მეფეების, განსაკუთრებით
დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით, ერის მამად თვლიდით ილია ჭავჭავაძეს, მიგაჩნდათ რომ
ქართული პლანეტარულს ნიშნავდა. ქვეყნის ბედნიერებად თვლიდით იმას, რომ ძნელბედობის
ჟამს განგებამ საქართველოს სულიერ მოძღვრად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი
და უნეტარესი ილია მეორე მოუვლინა.
სწორედ
ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიული წარსულის გათვალისწინებით,
პლანეტარული აზროვნებით, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ დიდი მოძრაობა
გელათიდან „მოქმედების მანიფესტში“ ჩამოყალიბებული დიდი ქართული მიზნისათვის... ვიფიქრეთ - „ყოველთა
ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევაზე,
ვიფიქრეთ - გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეზე... ყოველივე ეს საქართველოს
გულისთქმაც არის, პრაქტიკულად, მომავლის საქართველოა, რომელზეც თქვენ ოცნებობდით!
ჩვენ
ერთგულების კაცურ სიტყვას ვამბობთ: ეჭვი არ გვეპარება, რომ ერისა და ბერის ერთიანობაც
იქნება და ყველაფერი ეს შესრულდება.
შენ
უკვდავი ხარ შენი ფილმებითა და ცხოვრებით, ერთგულებით იყავი აღსავსე და ეს სიტყვებიც
ჩვენი ერთგულების დასტურია, იმ ერთგულებისა, რომლითაც შევქმენით „ქართული ერთობის დარბაზი“
და აჩუქეთ სრულიად საქართველოს ტელევიზია ყველასათვის სანუკვარი სახელით -„ქართული“
და თქვით: „ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით
შექმნილი ტელევიზია მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება სატელევიზიო სივრცეში“.
ყოველივე ამას დიდი მხარდაჭერა სჭირდება, ხატოვნად
რომ ვთქვათ ქართული ზეცისა და ქართული მიწის ერთობა სჭირდება და ასეც იქნება!
„ქართული
ერთობის დარბაზის“ მთავარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი“ გასული წლის 23 ნოემბერს,
გიორგობას გაცხადდა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. 6 მაისს, გიორგობას, პატრიარქის
ლოცვა-კურთხევით, კვლავ შევიკრიბებით დარბაზის დამფუძნებლები და წევრები, ამჯერად უთქვენოდ, მაგრამ მომავლის საქართველოზე
ფიქრის განწყობით.
გიყვარდათ
გამოთქმა: „ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“ სწორედ ამის გამო იყო, რომ
გენიალური მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება ჩვენს სიმბოლოდ ვაქციეთ, „პატივდების სიგელზე“ გამოვკვეთეთ, იმ სიგელზე, რომელსაც ჩვენი საერთო ხელმოწერით გადავცემდით და გადავცემთ
კიდეც მომავალში გულანთებულ ქართველებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, რამეთუ, როგორც
თქვენ ბრძანეთ: „პატივდების სიგელი“ - ეს არის საქართველოსათვის ბრძოლის განწყობის
აღიარება და მოქმედების მანიფესტით შეკავშირება
იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის
შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც
ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა პირველივე საუკუნიდან - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ
ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ეპოქალური
ნათქვამია.
თქვენ მიგაჩნდათ, რომ „მოქმედების მანიფესტს“ უნდა
შემოუერთდეს სრულიად საქართველო, ჩვენი ს ამშობლოს ყველა მეგობარი, რომ მხოლოდ ასეთ
ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან
მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული,
გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით.
ჩვენმ
სხვა გზა არ გვაქვს. ასეც იქნება!
მადლობა!
გემშვიდობებით!
„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით
ანზორ
ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ
გეგეჭკორი, რომ ან რურუა, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი, გიორგი კანდელაკი, რამაზ
ლომინაძე, ოთარ შამათავა, ავთანდილ ჩხაიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, თემურ შაშიაშვილი, ემილ
მიქაია, გოგი ჯაოშვილი, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ჯონი ჯანელიძე, როლანდ კილაძე, ალექსი კობაიძე,
გიგა მჭედლიშვილი, ირაკლი მაჭავარიანი, მურად ანჯაფარიძე, ნიაზ ბოლქვაძე, ლევან ნინიძე,
გიორგი სიგუა, ლეონ ფირცხალავა
P.S. "ქართული ერთობის დარბაზი" დიდ მადლობას უხდის გაზეთ "ასავალ დასავალის" რედაქციას ამ მასალის გამოქვეყნებისათვის
P.S. "ქართული ერთობის დარბაზი" დიდ მადლობას უხდის გაზეთ "ასავალ დასავალის" რედაქციას ამ მასალის გამოქვეყნებისათვის
Комментариев нет:
Отправить комментарий