ქართული ერთობის დარბაზი“, რომელიც სულ ახლახან გარდაცვლილი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის ინიციატივით დაარსდა, განცხადებას ავრცელებს.
"ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით. ეს სამწუხარო რეალობაა.
ბოლო ოცი წლის მანძილზე, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ შეტევა ქართულ ეკლესიაზე, ქართულ ენაზე, ქართულ ტრადიციებზე, საერთოდ ქართულ კულტურაზე მისი ფართო გაგებით - ქართული აზროვნების გასაჭირია.
ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა პირველივე საუკუნიდან - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ჩვენ არ შეიძლება ვეწინააღმდეგებოდეთ (შეუძლებელიცაა) გლობალიზაციას, მაგრამ ისიც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ჩვენთვის უმთავრესია ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების, ქართული ოჯახის ტრადიციების დაცვა-შენარჩუნება გლობალიზაციის ურთულეს და უმძიმეს პერიოდში და იმის კარგად გაცნობიერება, რომ საქართველოა ჩვენი ოჯახი", ნათქვამია ვ„ქართული ერთობის დარბაზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: http://geonews.ge/category/10/politics/news/211980/qartuli_ertobis_darbazi_gancxadeba_ojaxi.html
Комментариев нет:
Отправить комментарий