ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, 17 საათზე სამების ტაძრის
ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზი“ აწყობს „მომავლის პროგრამის“ განხილვას,
როგორც ეს იყო დაგეგმილი ბატონი რეზო ჩხეიძის წინადადებით.
ეს გადაწყვეტილება გასული წლის 23 ნოემბერს, გიორგობას
იყო მიღებული. შეგვეჯა,ებინა „ქართული ერთობის დარბაზის“ მუშაობა „გიორგობიდან გიორგობამდე“
და გაგვესაზღვრა მომავლის პროგრამა.
გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უწმიდესთან
და უნეტარესთან ილია მეორესთან „ქართული ერთობის
დარბაზის“ წევრების შეხვედრისას, გადაწყდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მიღებული მომავლის
პროგრამა განხილული იქნება პატრიარის „ქართული
ერთობის დარბაზის“ საბჭოსთან შეხვედრისას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული დაინტერესაბა გამოიწვია ყოველთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართ კონგრესის მოწვევის და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის წინადადებებმა
და ეროვნულ პროექტმა „საქართველო დაჭრილი მზეა“.
„ქართული ერთობის დარბაზის“ საბჭო ხვალინდელ შეხვედრას
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და იწვევს
დარბაზის წევრებსა და მხარდამჭერებს.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ლოცვა-კურთხევით, ბატონი რეზო ჩხეიძეს სამების ტაძარში გადაასვენებენ სწორედ ხვალ საღამოს
და მისი გამოსვენება კი 7 მაისს 15 საათზე
მოხდება.
„ქართული ერთობის დარბაზის“
პპრეს-ცენტრი
5.05.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий