25.05.2015

(ჯეონიუსი) „ქართული ერთობის დარბაზი“ 26 მაისს საგანგებო მიმართვას გაავრცელებს



„ქართული ერთობის დარბაზი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, 16 საათზე ტელევიზია „ქართულის“ საკონფერენციო დარბაზში აწყობს მიღებას.

გავრცელებული იქნება საგანგებო მიმართვა „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. განხილული იქნება „ქართული ერთობის დარბაზის“ მომავლის პროგრამა, კონკრეტული წინადადებები ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების, მომდევნო წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. 
მიღების პროგრამაშია ბატონი რეზო ჩხეიძის ფილმის ფილმის: „ის რაც მახსოვს“ ჩვენება და წარმოდგენილი იქნება დიდი რეჟისორის უნიკალური წიგნი: „ჩემი ცხოვრება, ფილმები, მეგობრები, შვილები“.

წყარო: http://geonews.ge/category/10/society/news/212173/qartuli_ertobis_darbazi_sagangebo_mimartva.html

Комментариев нет:

Отправить комментарий