ბატონო რეზო,
ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენი მოლოცვის მიღება. დარწმუნებული ვარ რომ ის დიდი ეროვნული საქმე რომელსაც თქვენ ჩაუდექით სათავეში იქნება წარმატებული და სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ვალია რომ დავუდგეთ გვერდში ისეთ დიდებულ პიროვნებებს როგორიც არიან ბატონი რეზო ჩხეიძე და მისი თანამებრძოლები.
მე ორმაგად ბედნიერი ვარ რადგან თქვენთან ნათესაური ურთიერთობებიც მაკავშირებს ქალბატონ მზია ჯუღელის მეშვეობით და თქვენთან ერთად დავესწარი იმ დიდებულ ზეიმს გურჯაანში სადაც თქვენ და ქალბატომ მზიას გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება მოგენიჭათ.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მოლოცვისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდი ხნის სიცოცხლეს და ბედნიერებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ
უღრმესი პატივისცემით,
თეიმურაზ მამაცაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий