24.11.2014

პრეს-რელიზი
დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდრულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ (ქედი) დამფუძნებელთა სახელით ბატონმა რეზო ჩხეიძემ  წარადგინა  „მოქმედების მანიფესტი“,  რომელსაც  ხელს აწერენ დარბაზის საბჭოს წევრები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი.


დღესვე დაიწყო „მოქმედების მანიფესტზე“  საჯარო ხელმოწერის პროცესი, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის 6 მაისამდე - გიორგობამდე.
ასამდე ცნობილ მოღვაწეს გადაეცა დარბაზის ჯილდო - „პატივდების სიგელი“ საბჭოს ყველა წევრის ხელმოწერით. ისინი თვლიან, რომ „პატივდების სიგელი“ - ეს არის საქართველოსათვის  ბრძოლის განწყობის მქონე  ადამიანთა შეკავშირება „მოქმედების მანიფესტით“ ... შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ბიბლიური  ფასეულობებით ცხოვრობდა - არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.“
„ქართული ერთობის დარბაზს“  გადაწყვეტილი აქვს, თებერვლის დასაწყისში ჩაატაროს კონგრესი, რომელიც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში.


„ქართული ერთობის დარბაზის“ 
პრეს-ცენტრი
23.11.2014წ


პ.ს. პრეს-რელიზს თან ერთვის „მოქმედების მანიფესტი“ (PDF) 

Комментариев нет:

Отправить комментарий